Glogster Edu პროგრამა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ინტერაქტიული პოსტერები, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ინფორმაციას, როგორიცაა ვიდეო, ტექსტი, სურათი. ეს პროგრამა განსკუთრებით მოსახერხებელი მასწავლებლებისათვის. პროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირება. ამის შემდეგ კი რამდენიმე ადამიანს ონალინ შეგიძლიათ ერთად შექმნათ ერთი მულტიმედია პოსტერები და გაუზიაროთ თქვენს მოსწავლეებს, ჯგუფელებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
knovio ეს არის ვებგვერდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მიერ კომპანია Microsoft-ის საოფისე საპრეზენტაციო პროგრამაში Microsoft Office PowerPoint -ში შექმნილ პრეზენტაციას დავამატოთ ვიდეო განხილვა პრეზენტაციაში შემავალი თითოეული სლაიდის მიხედვით, პრეზენტატორის ვიზუალური გამოსახულებით. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს პრეზენტაცია ჩავატაროთ დისტანციურად.
LearningApps.org - არის მცირე, ინტერაქტიული მოდულებით სწავლისა და სწავლების მხარდასაჭერი პლატფორმა. მოდულები პასუხობენ სწავლების შინაარსს. შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მათი დამოუკიდებლად შექმნა და რედაქტირება. იქმნება ყველასათვის ხელმისაწვდომი მრავალჯერადი გამოყენების სასწავლო დანართები.